|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქართველოს საამაყო ბიჭი ვინ მოკლა და რატომ, არაფერი ვიცით"

ამერიკაში გარდაცვლილი ქუთაისელი ექიმის, დავით კანდელაკის შესახებ მისმა მეზობლებმა ისაუბრეს.

კანდელაკის ოჯახი კოსტავას ქუჩაზე ცხოვრობს, თუმცა ამ დროისთვის ოჯახის წევრები ქუთაისში არ იმყოფებიან

კოსტავას ქუჩის მცხოვრები გია ბერეკაშვილის განცხადებით, მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ.

“ტრაგედია დაგვატყდა თავს. უპატიოსნესი ადამიანი იყო. ამერიკაში წლებია სწავლობს და თან მუშაობდა, ცოლ-შვილიც იქეთ ჰყავდა, 30 წლის ბიჭი იყო. საქართველოს საამაყო ბიჭი ვინ მოკლა და რატომ, არაფერი ვიცით“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

დავით კანდელაკი ამერიკაში 18 იანვარს მეგობრის სახლში მოკლეს.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე