|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასჯელაღსრულების სისტემაზე გადაღებული ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაზე გადაღებული  დოკუმენტური ფილმიდაწესებულება N 16“ საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი. 64 წუთიანი დოკუმენტური ფილმი “SPARK LABORATORY”- გადაიღო. მისი ავტორი კინოდოკუმენტალისტი ალექსანდრე ქორიძეა.

შემოქმედებითი ჯგუფი 1 წლის განმავლობაში იღებდა ფილმს, რომლის გმირები N 16  პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები არიან. ფილმში ასახულია მსჯავრდებულთა ყოველდღიური ყოფა, საცხოვრებელი პირობები, აქტივობები, რითაც ისინი ყოველდღიურად არიან დაკავებულები. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია მსჯავრდებულთა სპორტული ასპარეზობები, მათი მუშაობა დაწესებულების სახელოსნოში, სადაც ისინი სხვადასხვა ნაკეთობებსა და ხატებს ქმნიან, ასევე,  სპექტაკლი პატიმრების მონაწილეობით რუსთაველის თეატრის სცენაზე. ფილმშიდაწესებულება N 16“ ასევე, ასახულია მსჯავრდებულთა საქმიანობა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, მათი ჩართულობა  სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ პროფესიულ კურსებში.  

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაზე გადაღებულმა დოკუმენტურმა  ფილმმადაწესებულება N 16“ უკვე დაიმსახურა მაყურებლის მოწონება თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ფილმის დასრულების შემდეგ  მაყურებელი დარბაზიდან არ გავიდა.  გადამღები ჯგუფის წევრებს და ფილმის მონაწილეებს  უამრავი კითხვა დაგვისვეს. აღტაცებას და გაკვირვებას გამოთქვამდნენ იმით, რომ საქართველოში ასეთი მაღალი დონის პენიტენციური დაწესებულება არსებობს და მსჯავრდებულთა მიმართ  ჰუმანური მიდგომაა,“- განაცხადა ფილმის ერთ-ერთმა მონაწილემ, N16 დაწესებულების თანამშრომელმა თამარ ლისიაკმა.  

ფილმის რეჟისორმა  ალექსანდრე ქორიძემ და გადამღებმა ჯგუფმა მადლობა გამოთქვეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობისამი, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში  ფილმის გადაღების  შესაძლებლობა მიეცათ.

„სამინისტრომ კინოდოკუმენტალისტები პენიტენციურ სისტემაში შეუშვა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ  სასჯელაღსრულების სისტემა  ბოლო წლების განმავლობაში  ტრანსპარენტული  და ღია გახდა საზოგადოებისთვის. მსგავსი რამ  აქამდე წარმოუდგენელი იყო. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი საზოგადოება სულ უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.   ფილმიდაწესებულება N16“ ობიექტურად ასახავს იმ დადებით რეფორმებს, რომლებიც  სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელდა,“ - განაცხადა ალექსანდრე ქორიძემ,  რომლის თქმითაც, ფილმში არაფერია დადგმული  და მსჯავრდებულთა რეალური ყოფაა  ასახული




ავტორი: ნიუპრესი