|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს სახალხო არტისტს მწვანეყვავილას პანთეონში დაკრძალავენ

საქართველოს სახალხო არტისტს, მესხიშვილის თეატრის მსახიობს ანზორ ხერხაძეს დღეს დაკრძალავენ. მსახიობს მესხიშვილის თეატრიდან 15 საათზე  გაასვენებენ. მას მწვანეყვავილას პანტეონში დაკრძალავენ. 

მრავალი ჯილდოსა და პრემიის კავალერი - აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ანზორ ხერხაძე 1937 წელს დაიბადა, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში  1962 წლიდან მუშაობდა,  ნათამაშები აქვს 224 როლი. გადაღებულია კინოფილმებში: „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე“, „პირველი მერცხალი“, „თბილისი და თბილისელები“, „ბაკულას ღორები“. 

 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2010 წელს ქუთაისში მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა