|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აშშ-სთან პირდაპირი ფრენების შესახებ მოლაპარაკება ორ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან მიმდინარეობბს

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები  მიმდინარეობს.  ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა  ჩიკაგოსა და ატლანტაში მსოფლიო ხუთეულში შესული ორ უმსხვილესი ავიაკომპანიის წარმომადგენლებს ხვდება.

"დელტა ეარლაინისა" და "იუნაითედ ეარლაინის" ხელმღძვანელებთან  საუბრისას აქცენტი საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, კომერციულ მომგებიანობასა და საქართველო-ამერიკის მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე გაკეთდება.

აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკების დასაწყებად დაგეგმილი ვიზიტი ნათია თურნავამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში დაანონსა. როგორც მაშინ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევამ დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმზიდველია.

ნათია თურნავას შეფასებით, პირდაპირი ფრენების დაწყება, ერთი მხრივ, იქნება ძალიან ნათელი, ცალსახა პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, ხოლო მეორე მხრივ, ეს იქნება კომერციულად მიმზიდველი კომპანიებისთვის.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა