|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა

 საქართველოში,  დღევანდელი მდგომარეობით, 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა, რომელსაც 20 ადმინისტრაცია მართავს. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 677 000 ჰა-ია, რაც ქვეყნის 9,5%-ია. 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, დაცული ტერიტორიები სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს და ბევრ ტურისტს იზიდავს. 2018 წელს, პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნულ პარკებს რეკორდულად დიდი რაოდენობის 1 000 000 ვიზიტორზე მეტი ესტუმრა. რაც შეეხება 2019 წლის ვიზიტორთა სტატისტიკას, პირველ 6 თვეში დაცულ ტერიტორიებს 411 905 ვიზიტორი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 27%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი.

2019 წლის 6 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ დაცულ ტერიტორიებს:

  • პრომეთეს მღვიმე
  • მარტვილის კანიონი 
  • თბილისის ეროვნული პარკი 
  • ყაზბეგის ეროვნული პარკი 
  • ოკაცეს კანიონი 

ოკაცეს ჩანჩქერი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მდებარეობს და ის ვიზიტორებისთვის 2019 წლის მაისში გაიხსნა. იგი დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერია. იგი სამ საფეხურად გადმომავალი ჩანჩქარების კასკადია. პირველის ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ, 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე, დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური. ოკაცეს ჩანჩქერი ყველასთვის ცნობილი ოკაცეს კანიონიდან 7 კმ-ში მდებარეობს და ბუნების ძეგლამდე მოასფალტებული გზით, კომფორტულად მისვლაა შესაძლებელი.

ავტორი: ნიუპრესი