|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერეტურა დასავლეთ საქართველოში 15, +20, აღმოსავლეთ საქართველოში კი +19, +24 გრადუსი იქნება.

20 – 21 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი და ქარიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 3 – 4 გრადუსით დაიკლებს.


ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 19 აპრილს +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 20 - 21 აპრილს +17, +18 გრადუსამდე დაიკლებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა