|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში დასაოჯახებელ ადამიანთა აღრიცხვა იწყება

დემოგრაფიული განვითარების ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც სააგენტოს ინიციატივაზეა საუბარი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში შექმნილი რთული დემოგრაფიული პირობების გადაჭრა უნდა მოხდეს. საუბარია დასაოჯახებელი ადამიანების რეგისტრაციაზე და საერთო ბაზის შექმნაზე, რომელიც, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ადამიანებს ოჯახის შექმნაში ხელს შეუწყობს“:

„საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდის ინიციატივით, 2016 წლის 26 მაისს ფუძნდება, დემოგრაფიული განვითარების ეროვნული სააგენტო. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება დასაოჯახებელი ადამიანების რეგისტრაცია, გაკეთდება ერთიანი მონაცემთა ბაზა და ხელს შევუწყობთ ადამიანებს ოჯახის შექმნაში“, - წერია განცხადებაში.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა