|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში გლოვის დღეა

საქართველოში 10 აპრილი გლოვის დღეა. 2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

პრემიერ-მინისრეის განკარგულების თანახმად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.

შეგახსენებთ, 7 აპრილს ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლის მცდელობისას 4 ადამიანი მდინარე ენგურში დაიხრჩო, ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას საგუშაგოს გვერდის ავლით ცდილობდნენ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა