|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვირუსი "კოვიდ 19" დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. შუახნის მამაკაცი  ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პაციენტი ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.

მასთან ერთად მიკროავტობუსით ვინც მგზავრობდა, არის აზერბაიჯანში კარანტინში. ერთი იმყოფება საქართველოში, მაგრამ მას დაავადება არ აღმოაჩნდა.

 

 საზღვარი 2 კვირით შეიზღუდება. 

ავტორი: ნიუპრესი