|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში, შესაძლოა, "თვითმმართველობის აკადემია" დაარსდეს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ თვითმმართველობის აკადემიის  ინიციატივით ისაუბრა. ზაზა გაბუნიას იფნორმაციით, აკადემია მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის პროცესში. 

აღნიშნული ინიციატივაზე ზაზა გაბუნიამ “სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის” გენერალურ ფორუმზე განაცხადა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც მმართველობის სისტემა თავის თავში გულისხმობდეს ევროპულ სტანდარტებს და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, ამის მაგალითად გამოდგება “უტრეხტის ოქმის” რატიფიკაცია, რომლის ინიცირება უკვე მოვახდინეთ და ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ, საქართველო შეუერთდება რიგით მეორე ევროპულ დოკუმენტს თვითმმართველობის საკითხებში. დღეს კი გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში დავაარსოთ თვითმმართველობის აკადემია, რაც არის ევროპული პრაქტიკა და რაც გვჭირდება დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში, რადგან ადამიანური რესურსების განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა” – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

ავტორი: ნიუპრესი