|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპერის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

 ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. მასში  მონაწილეობას მიიღებენ: ბადრი ადამია (ტენორი), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო), მარიამ როინიშვილი (სოპრანო), აკაკი იოსელიანი (ბას-ბარიტონი). კონცერზე დაუკრავს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი. საღამოს უდირიჟორებს რევაზ  ჯავახიშვილი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ირინე ლომინაძე.

 კონცერტი 23 ოქტომბერს, 18:00 საათზე დაიწყება.  შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გადაერიცხება.

  ღონისძიება ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ეწყობა.

  

 

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა