|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასაფლაოების მოვლა-პატრონობის საპილოტე პროექტი იწყება

შპს „ტრადიციები 2011-ი“ საპილოტე პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია, აღნიშნული ორგანიზაციის  დაქვემდებარებაში არსებული  სასაფლაოების დასუფთავება. როგორც შპს „ტრადიციები 2011-ში“  აცხადებენ, პროექტის საფუძველს წარმოადგენს 2016 წლის  სექტემბრის თვეში ჩატარებული სატელეფონო კვლევა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა 80%-ი ემხრობა აღნიშნულ ინიციატივას. ასევე  გამოიკვეთა რისკ -ფაქტორები, რომელთა შესწავლა მიმდინარეობდა პროექტის საბოლოო სახის მიღებამდე.

„პროექტი განხორციელდება 3 ეტაპად:  პირველი ეტაპი, სასაფლაოთა იდენტიფიცირება და  ნომრების მინიჭება 2017 წლის თებერვალში დასრულდება. მე-2 ეტაპი არის მოსახლეობის ინფორმირებულობა და  ხელშეკრულების გაფორმება. მე-3 ეტაპი ითვალისწინებს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას. ქუთაისის მერიის დაქვემდებარებული შპს “ქართულ ტრადიციები 2011”,  მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ქალაქის  ბიუჯეტის სასარგებლოდ ახალ სქემას ინტენსიურად ამუშავებს, რათა მოსახლეობას ფასიანი სერვისი  (სასაფლაოების დასუფთავება, სასაფლაოებზე დაგროვილი ნაგვის სპეციალური ტექნიკით გატანა- დასუფთავება) შეთავაზოს “,- აცხადებენ შპს-ში.

 მათივე ინფორმაციით, აღნიშნული საპილოტე პროექტი  ითვალისწინებს სასაფლაოთა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ასევე იგეგმება ახალი სერვისების შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც ემიგრანტებს შესაძლებლობა ექნებათ უზრუნველყონ საკუთარი წინაპრების საფლავების მოვლა-პატრონობა.

პროექტის პრეზენტაცია 23 იანვარს გაიმართება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა