|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში პოეზიის საღამო გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციურ დაწესებულებას ჟურნალ „რიწის“ რედაქტორი ზაურ კალანდია, პოეტები ერეკლე საღლიანი და მზია ხეთაგუროვი ესტუმრნენ.

სტუმრებმა მსჯავრდებულებისთვის პოეზიის საღამო გამართეს, სადაც საკუთარი ლექსები წაიკითხეს და პოეზიის შესახებ ისაუბრეს.

საღამოზე მსჯავრდებულებმა ლექსები ცნობილი პოეტებისა და საკუთარი შემოქმედებიდანაც წაიკითხეს. 

შეხვედრის ბოლოს ჟურნალ „რიწის“ რედაქტორმა ზაურ კალანდიამ მსჯავრდებულებს ჟურნალის რამდენიმე ნომერი საჩუქრად გადასცა, მათ შორის „რიწის“ ის ნომერი, რომელშიც სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა შემოქმედება დაიბეჭდა. მსჯავრდებულებს საჩუქრად საავტორო წიგნები პოეტებმაც გადასცეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ჟურნალ „რიწის“ რედაქციასთან  თანამშრომლობს და აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას.

შემეცნებითი ღონისძიებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით აქტიურად ხორციელდება.



ავტორი: ნიუპრესი