|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში ქუთაისში მემორანდუმი გაფორმდა

ა(ა)იპ „საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციას“ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმს ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე ამირეჯიბმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ფარგლებში მცხოვრებ მოსწავლე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ფიზიკურ აღზრდა-განათლებისა და სასკოლო სპორტის განვითარებას, მოსწავლეთა ჩართულობასა და მასობრიობას სპორტულ და ფიზიკურ აქტივობაში, ასევე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშებისა და ცალკეული ღონისძიებების ჩატარებასა და სხვა სახის ერთობლივი პროგრამების განხორციელებას. 
ქუთაისის მერის განცხადებით, ოლიმპიადას, რომელიც სკოლებს შორის ჩატარდება და სამ დღეს გაგრძელდება ქუთაისი უმასპინძლებს. ქალაქის მიერ მოხდება ღონისძიების ორგანიზება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა