|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სასწრაფო ვერ ამოვიდა და ერთ-ერთი მოსახლე ამის გამო გარდაიცვალა“

ქუთაისში, ძნელაძის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, გზის საფარი იმდენად დაზიანებულია, რომ ავტომობილები ვერ გადაადგილება. რამდენიმე დღის წინ  სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა, შემთხვევა კი სავალალო შედეგით დასრულდა.

„ეს გზა დიდი ხანიაამ მდგომარეობაშია, მოვიდნენ და გვითხრეს, რომ არჩევნებამდე დასრულდებოდა, თუმცა მას შემდეგ აქ არავინ გამოჩენილა. ფიზიკურად ვერ მოძრაობს მანქანები, სასწრაფო დახმარება ვერ ამოვიდა წინა კვირაში, რის გამოც ერთ-ერთი მოსახლე გარდაიცვალა. კატასტროფული მდგომარეობაა, რასაც ამინდის გაუარესება უფრო ართულებს. ფეხითაც ვერ გადავაგდილდებით, ტაქსსაც კი არ მოვყავართ ძნელაძეზე, გვეჩხუბებიან“, - აღნიშნა მარიცა გიგანმა. 

აქციის მონაწილეებს „გიორგი ვაშაძე-ერთობა - ახალი საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი ზვიად ბაღდავაძე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი უქიმერიონის ოლქიდან არჩილ სულაძე შეუერთდნენ. 

„გორაზე სხვა უამრავი პრობლემაცაა,  უგზობას ხშირად უწყალობაც ემატება, რის გამოც მოსახლეობასა და ტურისტებს პრობლემა ექმნებათ. ამ ქუჩებს ყოველთვის ქონდა სანიაღვრეების პრობლემა. სამარცხვინოა, ტურისტებისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ქუჩაზე მსგავსი მდგომარეობის არსებობა", - განაცხადა სულაძემ.

როგორც ქალაქის მერიაში განაცხადეს, ძნელაძის ქუჩაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროცესი ცოტა ხნის წინ დაასრულა, რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სამუშაოები უმოკლეს ხანში დაიწყება.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა