|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წვიმის დროს წყალი იმღვრევა, თუმცა მომწამვლელი არ არის"

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემის არსებობას ადასტურებენ. წყალმომარგების კომპანიის ადგილობრივი სერვის ცენტრის უფროსის ტარიელ ავალიშვილის განცხადებით, სათაო ნაგებობა წვიმის დროს მართლაც იმღვრევა, თუმცა წყალი მომწამვლელი  არ არის.

"სათაო ნაგებობაზე წვიმის დროს წყალი იმღვრევა და შეფერილობა ეცვლება, მაგრამ არ არის მომწამვლელი.  ყოველ მეორე დღეს ხდება შემოწმება და ნიმუშს თბილისში ვაგზავნით", -განაცხადა ტარიელ ავალიშვილმა, რომლის თქმითაც, სათაო ნაგებობა 7 წლის წინ აშენდა, პრობლემა მას შემდეგ არსებობს.

"7 წლის წინ აშენდა და მას შემდეგ წვიმის დროს მართლაც არის პრობლემა. მოსახლეობას რომ არ მიეწოდოს მღვრიე წყალი,  ხდება გადაკეტვა და გრაფიკით მიწოდება. ჩვენ ვმუშაობთ პრობლემის მოგვარებაზე, მაგრამ ეს თანხებთან არის დაკავშირებული. ამას დაახლოებით მილიონი დაჭირდება,  არ ვიცით, როგორ მოხდება თანხების მოზიდვა"-განაცხადა ტარიელ ავალიშვილმა.

ხარაგაულში წყლის პრობლემის არსებობის შესახებ პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელმა განაცხადა. რეზი იჩქიტიძის განცხადებით, სამუშაოები თავიდანვე არასწორად დაიგეგმა, რაშიც კორუფციის კვალს ხედავს.

ამ თემაზე: 

"ხარაგაულში მოსახლეობა სასმელი წყლით იწამლება"

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა