|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ამერიკის პრეზიდენტს და მსოფლიო ლიდერებს მინდა "მშვიდობის ბურთის" მონუმენტი გადავცე" -ბესიკ ადამია

ქუთაისში "მშვიდობის ბურთის" მონუმენტის  ავტორი, ორგანიზაცია  "მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბის, LLL"-ის"  დამფუძნებელი  ბესიკ ადამია ინიციატივით გამოდის. ის ამერიკის პრეზიდენტისა და მსოფლიოს სხვა ლიდერებისადმი "მშვიდობის ბურთის" გადაცემის იდეას აჟღერებს.

 "ჰელსინკში 2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის დროს  რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკის პრეზიდენტს ბურთი აჩუქა.  მსურს, პრეზიდენტ ტრამპს  საჩუქრად ბურთის სუვენირი გავუგზავნო, რომელზეც "მშვიდობა" მსოფლიოს 67 ენაზე ეწერება, ანალოგიურად, როგორც ჩვენთან ქუთაისში 2,5მ დიამეტრის ჩემს საავტორო ,,მშვიდობის ბურთის" მონუმენტზე წერია, რათა ამერიკის პრეზიდენტმა ასეთი წარწერით ბურთი დაუბრუნოს რუსეთის პრეზიდენტს,  მსოფლიო მშვიდობის  ნიშნად, რადგან ჩემი ქვეყნის მდგომარეობა და მომავალში მისი გამთლიანება-გაძლიერება ამაზეა დამოკიდებული.

თუ სპონსორი გამოჩნდა, მინდა ,,მშვიდობის ბურთის" მონუმენტის პატარა სუვენირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს დავუგზავნო, ასევე საქართველოს პატრიარქსა და რომის პაპს, გაეროს გენერალურ მდივანს, ოსლოს მშვიდობის მუზეუმსა და ტელ-ავივში შიმონ პერესის მშვიდობის ცენტრს, ცნობილ ფეხბურთელებს, უეფასა და ფიფას, პარიზში მშვიდობის კედლის ადმინისტრაციას, რომელზეც მშვიდობა 49 ენაზე წერია, კავკასიური ენებიდან მხოლოდ სომხურად, ქართულად და აზერბაიჯანულად კი არა.  მონუმენტს მშვიდობიანი აქციებით 2004-2016 წლებში 5-ჯერ უშედეგოდ ვესტუმრე, მხარდაჭერა კი ვერ მივიღე.  გაეროს ეგიდით სამშვიდობო იდეოლოგიის ფარგლებში, ყველა ზემოთხსენებული ლიდერების მხარდაჭერით, მსოფლიო მშვიდობის მატჩი მინდა ჩავატაროთ ფეხბურთში, ისე როგორც ეს ადრე ისრაელსა და პალესტინას შორის შიმონ პერესმა ჩაატარა.  ამ სამშვიდობო იდეაზე ყოფილ ფეხბურთელს კახა კალაძესა და მილიარდერის შვილს ბერა ივანიშვილს თანამშრომლობისათვის მივმართავ!", - აცხადებს ქუთაისელი ბესიკ ადამია.

 ბესიკ ადამიას განცხადებით, მისმა  საავტორო ,,მშვიდობის ბურთის" მონუმენტმა სიტყვა მშვიდობის რაოდენობით (67) ეიფელის წინ მდებარე პარიზის მშვიდობის კედლის რეკორდი მოხსნა, სადაც სიტყვა მშვიდობა მსოფლიოს 49 ენაზე წერია. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა