|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საწყენია, რომ ამ ადამიანების მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე არ არის ჯეროვნად შეფასებული"

ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მათი თქმით, საზოგადოების ნაწილს  ჯერ კიდევ არ აქვს შეფასებული, ვინ არის რუსეთი და ამავდროულად,  არც დაღუპული ადამიანების ღვაწლია ჯეროვნად შეფასებული.

"11  წელი გვაცილებს საქართველოსთვის ავბედით და ამავდროულად, სასახელო ფურცელს. ავბედითს, იმის გამო, რომ მას ჩვენი თანამემამულეები შეეწირენ. სასახელო იმის გამო, რომ ამ ადამიანების თავგანწირვამ განაპირობა ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ თავისუფალ, სუვერენულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. სწორედ, 7 აგვისტოს დაიწყო რუსეთმა თავისი აგრესია და აქტიური საომარი მოქმედებები,  რვა აგვისტოს საქართველო იძულებული იყო,  შესაბამის მოქმედებებით გაეცა პასუხი.  სამწუხაროა, რომ 11 წელი გვაცილებს იმ პერიოდს და დღესაც, ფართო საზოგადოებას არ აქვს საერთო, ჩამოყალიბებული კონსენსუსი, თუ ვინ არის რუსეთი. ჯანსაღი ნაწილი, რა თქმა უნდა, არქმევს შესაბამის სახელს, მაგრამ  არსებობს ნაწილი, რომელიც არ იზიარებს ამ მოსაზრებას. არ აქვთ ჩამოყალიბებული მოსაზრება ვინ დაწყო ომი საქართველოს ტერიტორიაზე.  ჩვენ ვამბობთ, რომ ომი  რუსეთმა დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აფხაზეთის ოკუპაცია დაიწყო და რაც ყველაზე საწყენია, ამ ადამაინების მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე არ არის ჯეროვნად შეფასებული და  საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ფუჭი გონია. ამ ყველაფერზე პასუხი არის ერთი, რუსეთი ოკუპანია"-განაცხადა გია თევდორაძემ.

აგვისტოს ომიდან თერთმეტი წელი გავიდა. 

 

ავტორი: ნიუპრესი