|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველის აპარატში 2016 წელს 8 827 საჩივარი შევიდა

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტში 2016 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში შეიტანა.

30 თავისგან შემდგარ, 843 გვერდიან ანგარიშში საუბარია პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებსა და ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებზე, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და მათი გამოძიების არასრულფასოვნებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შემთხვევებზე, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელყოფის ფაქტებზე პროკურატურის უმოქმედობაზე და სხვა ფაქტებზე.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატში 2016 წელს 8 827 განცხადება/საჩივარი შევიდა,  რაც მაღალ  მაჩვენებელად მიიჩნევა.

"2015 წლის მსგავსად, 2016 წელს პოლიციელების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტები სჭარბობდა პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. აღსანიშნავია, ისიც რომ გასულ წელთან შედარებით, 1/3-ით შემცირდა შემთხვევები, როდესაც შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სახალხო დამცველმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. თუმცა, სამწუხაროდ, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით, საქართველოს პროკურატურის საქმიანობა კვლავ არაეფექტურია. ბოლო 4 წლის მანძილზე სახალხო დამცველის მიმართვის შედეგად არცერთ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა",- ნათქვამია კვლევაში.

კვლევაში ასევე  განხილულია სხვადასხვა უმცირესობათა მიმართ ტოლერანტობისა და თანასწორუფლებიანობის კუთხით გამოვლენილი სისტემური პრობლემები, საკუთრების, შრომის თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლების თვალსაზრისით არსებული საკანონმდებლო ხარვეზები. ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დაუცველობა ძალადობის, სიღარიბის, ცხოვრების არასათანადო დონის, ქუჩაში ცხოვრებისა დამუშაობისგან. კონფლიქტურ რეგიონებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, ეკომიგრანტების, სამხრეთ საქართველოდან იძულებით გადასახლებულპირთა რეპატრიანტთა და წვევამდელთა სხვადასხვა საჭიროებები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა