|
  • EUR 1 = GEL 3.0256
  • USD 1 = GEL 2.5597
|

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გახდა

პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი აირჩია. ომბუდსმენის თანამდებობა 5 წლის ვადით ნინო ლომჯარიამ დაიკავა, რომელიც პარლამენტს უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა შესთავაზეს. მას მხარს უჭერს არასამთავრობო სექტორი.

ლომჯარიას არჩევა 96 ხმით, 5-ის წინააღმდეგ მოხდა.

სახალხო დამცვლის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა პარლამენტს ფრაქციამ ”საქართველოს პატრიოტები” შესთავაზა. მათი მხრიდან წარდგენილ გიორგი ფოფხაძეს 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი,  წინააღმდეგ  კი  ხმა 27-მა დეპუტატმა მისცა. 

„ვულოცავ ქალბატონ ნინო ლომჯარიას ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. გვაქვს დიდი იმედი ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობისა პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის დადგენილება ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევის შესახებ  მოქმედი სახალხო დამცველის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, 2017 წლის 8 დეკემბრიდან ამოქმედდება.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20.16%
გაუარესდა - 65.89%
არ შეცვლილა - 13.95%
სულ - 258 ხმა