|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საზოგადოება ლიტერატურული ღონისძიებებით განებივრებული არ არის"

ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეზიის  საღამო გაიმართა. ღონისძიებას უნივერსიტეტის პროფესორები, ქუთაისის  მწერალთა სახლის წარმომადგენლები  და  სტუდენტები დაესწრნენ. პოეზიის საღამოზე ახალგაზრდა მწერლებმა, ლევან გოგაბერიშვილმა, დავით კაკაურიძემ და გიორგი შონიამ  საკუთარი შემოქმედებება დამსწრე საზოგადოებას გააცნეს.

 პოეტ ლევან გოგაბერიშვილის თქმით, მსგავსი ღონისძიებები ძალზედ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა პოეტებისთვის.

"საზოგადოება განებივრებული არ არის ლიტერატურული ღონისძიებებით, ჩვენც მოკლებული ვართ ამ სიამოვნებას.  პოეზიის საღამომ  დაანახა საზოგადოებას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ღირებული ნაშრომის გაანალიზება. დრო გახდის ნაშრომს ეპოქალურს, ან დრო დამარხავს მას კონკრეტული საუკუნის აკლდამაში",-აღნიშნა გოგაბერაშვილმა.

პოეტების განცხადებით, ქუთაისის მწერალთა საზოგადოების გააქტიურება მეტად მნიშნელოვანია მათთვის, რადგან ინდივიდუალიზმი, რომელიც კონკრეტულ შემოქმედს თვითმყოფადს ხდის, ყოველთვის ღირებულ ნაშრომს ქმნის.

შემოქმედებითი საღამო  ფილოსოფიის დეპარტამენტისა და ,,მკითხველთა კლუბის"  მხარდაჭერით გაიმართა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი