|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს პარლამენტი ხვალ აირჩევს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე წევრებს პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე  აირჩევს. 
საბჭოში სულ ოთხი ვაკანსიაა, თუმცა პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება სამ ვაკანტურ ადგილთან დაკავშირებით მოუწევს, რადგან, როგორც ცნობილია, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ზვიად დევდარიანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 


“მაუწყებლობის შესახებ“ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, უმრავლესობამ საკუთარი კვოტით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ზაზა შათირიშვილის, ია მამალაძის და მალხაზ ასლამაზაშვილის კანდიდატურები წარადგინა. პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ერთ-ერთი კანდიდატი უნდა აირჩიოს. 


უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილია ნინია კაკაბაძე.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარლამენტს ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურა შესთავაზა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა