|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს"

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს" - განმარტებას მთავრობის ადმინისტრაციაში აკეთებენ.

როგორც აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ არსებული შეზღუდვების მაქსიმალურ ვადად 15 ივლისი განისაზღვრა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მოქმედი ყველა შეზღუდვა ზუსტად 15 ივლისამდე დარჩება და შეზღუდვები ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, უშუალოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდებიან და ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღებენ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას, რის შესაბამისადაც დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდება.

„საკოორდინაციო საბჭო მუდმივ რეჟიმში მსჯელობს ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქებაზე. ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, როგორც კი გადაწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, ცვლილება განხორციელდება დადგენილებაში. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს,“ - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების ძალაში დატოვების შესახებ დადგენილება გამოსცა, რომელიც ძალაშია 2020 წლის 15 ივლისამდე.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა