|
  • EUR 1 = GEL 3.1897
  • USD 1 = GEL 2.7137
|

საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე გამოძიებას შეიძლება დამატებითი გარემოებები დაემატოს

 10 სექტემბერს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.

სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. 

სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე ლვოვის ოლქის პოლიციამ  გამოძიება დაიწყო, რომელსაც  უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის თქმით, შეიძლება დამატებითი გარემოებები დაემატოს.  

"ესაა ადამიანების ჯგუფის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ორგანიზება, მოვალეობის შესრულების დროს სამხედრო მოსამსახურეების სხეულის დაზიანება, რის გამოც, შესაძლოა, საქმე გადაკვალიფიცირდეს".

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილებით 26 ივლისს, ამერიკაში ვიზიტისას ჩამოერთვა. ამის შემდეგ სააკაშვილი პოლონეთში, ლიტვაში და ბრიუსელში იმყოფებოდა.

როგორც უკრაინის იუსტიციის მინისტრი იუწყება, საქართველომ უკვე მესამედ მიმართა უკრაინულ მხარეს სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით.

 

on.ge

ავტორი: ნიუპრესი