|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია შადრევნების ექსპლუატაციისთვის 109 258 ლარს გადაიხდის

ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და სასმელი სოკოების ექსპლოატაციის და მომსახურების გაწევისთვის ქალაქის მერია 109 258 ლარიან ტენდერს აცხადებს.

მიმწოდებელი“ ვალდებულია მომსახურების გაწევა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ინსპექტირების ჯგუფის წევრების დავალების შესაბამისად განახორციელოს.

ტენდერში გათვალისწინებული პირობების მიხედვით, შადრევნებისა და სასმელი სოკოების ექსპლოატაცია და მომსახურება 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაგრძელდეს. 

მიმწოდებელს  შესრულებული უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის სამუშაოები.

წინადადების მიღება 22 დეკემბერს დაიწყება და სამ სამუშაო დღეში დასრულდება.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა