|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„შავფაროსნებმა“ „ბორჯღალოსნების“ მხარადასაჭერი კამპანია გამართეს (ფოტო)

 „შავფაროსნებმა“ რაგბის კავშირის სანაკრებო ბაზაზე საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად აქცია გამართეს.  რაგბის მსოფლიო თასის ჩემპიონატზე საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად „შავფაროსნებმა“ ფოტოსესია მოაწყვეს.  „შავფაროსნების“ პრეზიდენტის ირაკლი ქოქოსაძის თქმით, ამ ნაბიჯით „შავფაროსნები“ყველა ქართველს მოუწოდებენ „ბორჯღალოსნების“ გულშემატკივრობისკენ და გვერდში დგომას გამოხატავენ რაგბის ეროვნული ნაკრების მიმართ. „ამ სახით ჩვენ გვინდა გვერდით დავუდგეთ რაგბის ეროვნულ ნაკრებს და დამატებითი სტიმული მივცეთ იმ გამარჯვებებისკენ სავალ გზაზე, რაც, დარწმუნებული ვარ, მოელით „ბორჯღალოსნებს“ მსოფლიო ჩემპიონატზე“ - აღნიშნავს ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ქოქოსაძე.  

რაგბის რიგით მე–8 მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის 18 სეტემბრიდან – 31 ოქტომბრამდე ინგლისში გაიმართება. ინგლისმა მასპინძლობის უფლება 2009 წლის  ივლისში ამართულ კენჭისყრაზე მოიპოვა, სადაც მან კონკურენტ იტალიას, იაპონიასა და სამხრეთ აფრიკას აჯობა.

 

   

 

  

ავტორი: ანა ჯიქია