|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„შეჩერებული წამი“- ქუთაისში შშმ ბავშვების ფოტონამუშევრების გამოფენა მოეწყო

„შეჩერებული წამი“,- ასე ქვია ფოტონამუშევრებს, რომელიც აჭარაში მცხოვრებმა შშმ პირებმა თავიანთ ობიექტივში დააფიქსირეს. ფოტოების გამოფენა ქუთაისის "ფოტო-კინო მატეანეში" მოეწყო.

 პროექტის ორგანიზატორის თქმით, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით შშმ პირებს საშუალება მიეცათ თავიანთი ნამუშევრები ქუთაისელებისთვისაც გაეცნოთ.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების სამსახურს, ვინაიდან მხარი დაგვიჭირეს პროექტის განხორციელებაში. შშმ ბავშვები ქუთაისში 4 დღის მანძილზე დარჩებიან, დაათვალიერებენ ქუთაისს და გადაიღებენ ფოტოებს, რაც მათთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პროექტის ორგანიზატორმა ინგა დიასამიძემ.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში ჩართვა, რამდენადაც ყველა ერთნაირი ვართ და ყველას ერთმანეთის გვესმის.  ქუთაისში ბოტანიკური ბაღი მომეწონა ძალიან, გადავიღე უამრავი ფოტო და ძალიან ბედნიერი ვარ“,-აღნიშნა მოყვარულმა ფოტოგრაფმა ნონა ართმელაძემ.

პროექტს ფინანსური მხარდაჭერა ნაწილობრივ ქუთაისის მერიამ გაუწია. ნოემბერში კი ქუთაისი  მასშტაბური ღონისძიების ჩატარებას გეგმავს.  გამოიფინება შშმ პირების ნამუშევრები, მათ შორის ქუთაისში გადაღებული ფოტოები, ასევე იგეგმება სპექტაკლისა და მუსიკალური ნომრების ჩვენება.

 

  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი