|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შემოწირულობების გამო პარტიების წარმომადგენლები 250 000 ლარით დაჯარიმდნენ

აუდიტის სამსახურში 40 პირია დაბარებული გამოკითხვაზე.

როგორც  გენერალური აუდიტის მოადგილემ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეის მდგომარეობით  40 პირი სხვადასხვა პარტიის შემომწირველია. აუდიტის სამსახურის ინტერესია მათ მიერ განხორციელებული შეწირული თანხების კანონიერების დადგენა.

"2016 წლის საარჩევნო პერიოდში პარტიებმა ჯამში 29 212 382 ლარის შემოწირულება მიიღეს. აქედან აუდიტის სამსახურმა 1016 შემომწირველი ფიზიკური პირისა და 84 იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულების კანონიერება შეისწავლა. ამ დროისთვის გამოკითხულია 120 პირი, მათ შორის „ქართული ოცნების“ 35, „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 42, „პატრიოტთა ალიანსის“ - 18 და „ნაციონალური მოძრაობის“ - 12 შემომწირველი.

წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორიგნის ფარგლებში აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ჯამში 250 000 ლარის ჯარიმა დააკისრა. ყველაზე მეტი ჯარიმა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ შემომწირველებს დაეკისრათ, 7 პირს დაახლოებით 187 000 ლარი, ასევე „პატრიორტთა ალიანსის“ წარმომადგენელს 183 000 ლარი დაეკისრა,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაწეული უკანონო ქველმოქმედებისთვის დაჯარიმებულია რამდენიმე პირი, ჯამში 8 000 ლარის ოდენობით. ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძველით კი დაჯარიმებულია 7 პარტია და 12 კანდიდატი. 


ავტორი: ანი ლიპარიშვილი