|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მადლობა, შენი დაუღალავი ღვაწლისთვის საქართველოს მიმართ"-ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ოტმარ კარასი საქართველოში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა. ოტმარ კარასმა საკუთარი პოზიცია ქართველი ნინი წიკლაურის პოსტზე დააფიქსირა.

"მადლობა, შენი დაუღალავი ღვაწლისთვის საქართველოს მიმართ. შენ ხარ ქვეყნის და "ევროპის" იდეის ყველაზე დიდი ელჩი" -ასე ეხმაურება ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტი ოტმარ კარასი "ევროპის პულსის" ავსტრიის ხელმძღვანელის ნინი წიკლაურის ტვიტერის მესიჯს.

ნინი წიკლაური ტვიტერზე წერს: " ვერც ერთი ძალა დედამიწის ზურგზე ვერ წაართმევს საქართველოს და მის მოქალაქეებს ევროპულ არჩევანს. ეს ფოტოც ამაზე მეტყველებს",-წერს ნინი წიკლაური და აქციიდან ფოტოს აქვეყნებს. შეგახსნებთ, ნინი წიკლაური ევროპარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი იყო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა