|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შიდსთან ბრძოლის დღე მსვლელობითა და უფასო სკრინინგით აღინიშნება

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ქუთაისში ტრადიციულად, მსვლელობითა და უფასო სკრინინგით აღინიშნება.

 არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით  მოეწყობა მსვლელობა, პუშკინის ქუჩიდან წერეთლის უნივერსიტეტის მიმართულებით. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დარიგდება  საინფორმაციო ბუკლეტები.  

წერეთლის უნივერსიტეტთან კი დილის 11 საათიდან იქნება მობილური ლაბორატორია, სადაც  მსურველებს საშუალება ექნებათ ჩაიტარონ უფასო ტესტირება, B და C ჯგუფის ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია/შიდსსა და სიფილისზე.

1 დეკემბერს  შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე  1988 წლიდან აღინიშნება.

საქართველოში, 2009 წლის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 2199 შემთხვევა. აქედან 1638 - მამაკაცი, 561 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა..

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა