|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შრომის კოდექსით, მაქვს უფლება დასაბუთების გარეშე გავათავისუფლო თანამშრომელი"

მერიის ყოფილი თანამშრომლის ბრალდებას ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი პასუხობს. კობა ფხაკაძის განცხადებით, ირაკლი კიკვაძე 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით იყო აყვანილი და მას ქონდა უფლება ხელშეკრულების შეწყვეტის, თუმცა გათავისუფლების მიზეზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მას ამის უფლებას "შრომის კოდექსი" აძლევს. 

"შრომის კოდექსით,  მაქვს უფლება დასაბუთების გარეშე გავათავისუფლო თანამშრომელი, თუმცა ირაკლი კიკვაძეს შეეძლო, მოემართა წერილობით და მოეთხოვა განმარტება, მაგრამ ასე არ მოიქცა. ირაკლი კიკვაძე 6 თვით გამოსაცდელი ვადით იყო აყვანილი და მას ვადაზე ადრე შეუწყდა ხელშეკრულება. ეს არ ყოფილა პოლიტიკური ნიშნით, რადგან მისი და ამ დრომდე მუშაობს ააიპში"-განაცხადა კობა ფხაკაძემ. მისი თქმით,  ბრალდება,  თითქოს კიკვაძე გიორგი ჭიღვარიას ბრძანებით გათავისუფლდა, არასწორია. მან ასევე განმარტა, რომ არ იცის გიორგი ჭიღვარია არჩევნების შემდეგ თანამშრომელს რას დაპირდა.

 მან ასევე განაცხადა, რომ ააიპის ადმინისტრაციაში სათვალთვალო კამერების შესახებ ინფორმირებული არიან  თანამშრომლები. 

"ეს არ არის სათვალთვალო კამერები, ეს არის ჩვეულებრივი კამერები, რომლის შესახებაც ინფორმირებულია ყველა და არ ხდება თვალთვალი", -განაცხადა კობა ფხაკაძემ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა