|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს ფოტოკონკურსში გამარჯვებული 3 000 ლარს მიიღებს

 „დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის“-ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოტოკონკურსს აცხადებს. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

კონკურსი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში იმართება. 

 მონაწილეობის მიღების მსურველებმა საკონკურსო ფოტოები  მიმდინარე წლის 8 ივნისამდე უნდა წარმოადგინონ.

საკონკურსო ფოტო უნდა ასახავდეს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევებს, საგზაო მოძრაობის წესებს რეალობაში და მოძრაობის უსაფრთხოებას. შესაძლებელია დადგმული/საგანმანათლებლო კადრები. ფოტო აუცილებლად საქართველოში უნდა იყოს გადაღებული, ციფრული აპარატით, ზომებით - 3024X2016. საკონკურსო ფოტო უნდა გადმოიგზავნოს ციფრული ფორმატით. შსს-ს უფლებამოსილება ექნება, გამარჯვებული ფოტოები გამოიყენოს საიმიჯო-საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიებისა და პროექტებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად იქნება განსაზღვრული. კონკურსანტებს შეუძლიათ გამოაგზავნონ როგორც ცალკეული ფოტოები, ასევე, სერიები, არაუმეტეს 8 ფოტოსი.

საუკეთესო ფოტონამუშევრებს სპეციალური ჟიური შეარჩევს. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება კონფიდენციალური შერჩევის პრინციპით. საკონკურსო ნამუშევრებს მიენიჭება შტრიხ-კოდი. შესაბამისად, ფოტოს ავტორის ვინაობა ჟიურის წევრებისთვის ცნობილი არ იქნება. კონკურსის განმავლობაში ჟიურის წევრების ვინაობა კონფიდენციალური იქნება.

ჟიური სამ გამარჯვებულ ავტორს გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო: I ადგილი - 3000 ლარი; II ადგილი - 2000 ლარი; III ადგილი - 1000 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა კონკურსის მოთხოვნების შესაბამისი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Lrobaqidze@mia.gov.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა