|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შშმ პირი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია" - დისკუსია ქუთაისში

შშმ პირი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია, ამიტომ არასწორია როდესაც ვამბობთ, რომ მათ ვეხმარებით, სწორია, რომ ვაკეთებთ, რაც საჭიროა - განაცხადეს შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისში  შშმ პირთა საჭიროებების თემაზე  გაიმართა

შეხვედრას, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და შშმ პირები ესწრებოდნენ, განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე გაუძღვა. 

აუდიტორიას თბილისის მერიის შშმ პირთა მხარდამჭერი სერვისების შესახებ  ინფორმაცია თბილისის მერის შშმ პირთა საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ გააცნო. შშმ პირების წინაშე არსებულ გამოწვევებზე კი ორგანიზაცია "პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობის" დირექტორმა გია კაკაჩიამ ისაუბრა. ქუთაისის მერიის მიერ 2019 წლის ბიუჯეტში შშმ პირების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსების შესახებ კი ინფორმაცია ქალაქის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ წარმოადგინა. 

 "გარემო უნდა იყოს ადაპტირებული პირველ რიგში, მე პირადად არ მიჭირს გადადგილება, მაგრამ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც სარგებლობენ ეტლით და ძალინ დიდი შიშის ფაქტორი არსებობს ქუჩაში გადაადგილებასთან დაგავშირებით, - განუცხადა შშმ პირმა მაია კოსტავამ. 

 ქუთაისის  ტრანსპორტის და ქუჩების ადაპტირების საჭიროების შესახებ საკითხი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მადონა ბასილაძემ დასვა.

მერის მოადგილის ნინო თვალთვაძის განცხადებით, ქუჩების ადაპირიტება ეტაპობრივად მიმდინარეობს, რაც შეეხება ტრანსპორტის ადაპტირებას, ამ საკითხზე კი მერიას ჯერ საიმედო პასუხი არ აქვს. 

"ტრანსპორტი გამოწვევაა ამ მხრივ, ქალაქს არ აქვს მუნიციპალური ტრანსპორტი. 2019 წელს ხელშეკრულებების ვადა უმთავრდებათ სატრანსპორტო კომპანიებს. ამ საკითხზე 2019 წლის დასაწყისში ვისაუბრებთ,"- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

რაც შეეხება სტატისტიკას, ქუთაისში 6 151 შშმ პირია, მათ შორის 459 ბავშვია. 

 შეხვედრა განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის   (EDSC) ორგანიზებით ევროკავშირის პროექტის "თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთთვის" ფარგლებში გაიმართა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა