|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ 2017 წლის 6 თვის დეპორტაციის მონაცემები გამოაქვეყნა

2017 წლის 6 თვეში საქართველოში 1760 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 6 თვეში ყველაზე მეტი, საქართველოს 874 მოქალაქის დეპორტაცია თურქეთიდან განხორციელდა.

206 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა გერმანიიდან, ხოლო ისრაელიდან - 200. 

 საქართველოს 78 მოქალაქის დეპორტაცია რუსეთიდან,

56-ის საფრანგეთიდან,

საბერძნეთიდან მხოლოდ  37 მოქალაქის  დეპორტაცია  მოხდა. 

შსს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ასევე ირკვევა, რომ დროის აღნიშნულ მონაკვეთში საქართველოში შემოსვლაზე უარი 2922 მოქალაქეს ეთქვა, სავიზო რეჟიმის დარღვევის 1281 ფაქტი გამოვლინდა. 

  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა