|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აიეტ კუკავა "ტორპედოს" შესყიდვისთვის აუქციონზე იბრძოლებს

სიცრუეა ინფორმაცია, ქუთაისის „ტორპედოში“ ფინანსური პრობლემები მოგვარებულია, -ამის შესახებ  „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, აიეტ კუკავა აცხადებს.

ის ქუთაისის ტორპედოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანაცხმად, კლუბს სპონსორობას დავით კერესელიძის  კომპანია „ნიუ ვიჟენი" გაუწევს. 

კუკავას განცხადებით,  აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება კონკრეტული კომპანიის სასარგებლოდ მცდარი საინფორმაციო ფონის შექმნას ემსახურება. როგორც ის აღნიშნავს ტორპედოს დავალიანება 3 მილიონ ლარამდეა.

„ამჟამად სხვადასხვა დავალიანებებთან ერთად „ტორპედოს“ გააჩნია იტალიელი ინვესტორების ვალი ორი მილიონი ლარის ფარგლებში და სახელფასო დავალიანება 700 ათასი ლარის ფარგლებში – სხვადასხვა დავალიანებებთან ერთად (სასტუმროები, მოედნების არენდა და ა.შ.), მთლიანობაში გუნდის ვალი დაახლოებით 3 მილიონ ლარამდეა. ამ დავალიანების გასტუმრების გარეშეც კლუბი აღმოჩნდება გადაულახავი პრობლემების წინაშე. აღარას ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ წლის ბოლომდე გუნდის ნორმალური ფუნქციონირებისთვის სამი მილიონიანი ვალის დაფარვის გარდა კიდევ ორი მილიონი ლარის ინვესტირებაა საჭირო“.

კომპანია „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კლუბის შესყიდვისთვის აუქციონზე იბრძოლებს:

„ჩვენი კომპანია მონაწილეობას მიიღებს აუქციონში, რომელიც უახლოეს მომავალში ქუთაისის „ტორპედოს“ გასხვისების მიზნით ჩატარდება. შესაბამისად დღეიდან 2,5 წელიწადში 6 მილიონი დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ და გუნდის განვითარების პროპორციულად ინვესტიციები შესაბამისად გაიზრდება", -აცხადებს კუკავა. 

შეგახსენებთ, კლუბის სპონსორობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა