|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სიმინდის კარგი მოსავალი გურიაში - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ქიმიური წამლობის შედეგი

 აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შეფასებისას, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ სამუშაოებს დადებითი ეფექტი ჰქონდა და ამის ნათელი მაგალითი გურიაში მიღებული სიმინდის კარგი მოსავალია.

გადაცემა „აგრომობილი“  სოფელ ცხემლისხიდში იმყოფებოდა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო.

ზვიად გობრონიძეს მიმდინარე წელს სიმინიდი ნახევარ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა დათესილი და ამბობს, რომ ნოსავალი ბევრად უკეთესი იყო ვიდრე შარშან, როდესაც კულტურ 1 ჰექტარზე ჰქონდა გაშენებული. ამის მთავარი მიზეზი კი აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზიანი იყო. ფერმერი ამბობს, რომ გასული წლის გამოცდილების გათვალისწინებით,  წელს მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიებები აქტიურად გაატარა და კულტურა შეწამლა.

 

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

ავტორი: ნიუპრესი