|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევროპული საქართველოს" სახელით აქციას ქუთაისიდან 500- მდე ადამიანი შეუერთდება

"რუსთავი 2"-ის  მხარდამჭერ აქციას  დღეს ქუთაისიდან  "ევროპული საქართველოს" სახელით 500- მდე ადამიანი შეუერთდება,-  ამის შესახებ "ნიუპრესს" პარტიის წარმომადგენელმა გია თევდორაძემ განუცხადა. 

"მოძრაობა თავისუფლებისათვის -ევროპული საქართველო" უერთდება დღეს დაგეგმილ აქციას.  მიგვაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლება, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება  და პლურალიზმი დღეს არის სიმბოლიზირებული რუსთავი-2“ თან.  ჩვენ კბილებით დავიცავთ ტელევიზიას,  რომელიც არის ალტერნატიული აზრის გამომხატველი საქართველოში"-განაცხადა მან. .

თევდორაძის თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ქუთაისში არ არის ოფიციალურად დაფუძნებული „ევროპული საქართველო“,  საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობით შეძლეს მხარდამჭერების მობილიზება და დაახლოებით ხუთასამდე ადამიანი შეუერთდება აქციას "ევროპული საქართველოს" სახელით.

შეგახსენებთ, ტელევიზიის მხარდამჭერი აქცია დღეს თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე გაიმართება. "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები კანცელარიის შენობასთან  შეიკრიბებიან.

 

(ფოტო არქივიდან)

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა