|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სკოლაში გათბობა არ არის და ელექტრო გამათბობლის მიტანა გვთხოვეს"

"ქუთაისი #2 საჯარო სკოლაში გათბობა არ არის და მშობლებს ელექტრო გამათბობელის მიტანა გვთხოვეს",- ამის შესახებ "ნიუპრესს" ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა, რომლის შვილი მე-2 საჯარო სკოლის, მეორე კლასის მოსწავლეა. როგორც მშობელი აცხადებს,  სკოლაში გათბობა რამდენიმე კვირაა, არ არის, რის გამოც ბავშვები ავად ხდებიან. 

აღნიშნული ინფორმაცია არ აქვს ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ბადრი ვაშაკიძეს. მისი თქმით, ყველა სკოლებში გათბობა არის და ამის შესახებ პრეტენზია ჯერ არავის გამოუთქვამს.

"ყველა სკოლაში გათბობა არის ჩვეულებრივად. ჩემთვის არავის უთქვამს, თუ რა მიზეზით არ არის გათბობა მეორე სჯარო სკოლაში, რა თქმა უნდა, მოვიკითხავ და დავადგენ გამომწვევ მიზეზს",-განაცხადა ვაშაკიძემ.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა