|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკოლის მოსწავლეები საზაფხულო ბანაკებში უფასოდ დაისვენებენ

  წელს 11 000 უფროსკლასელი საზაფხულო ბანაკებში  სახელმწიფოს ხარჯზე დაისვენებს, - აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის დღევანდელ სხდომას ვიცე პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიაწოდა.
როგორც მინისტრმა  განმარტა, ეს ბავშვები არიან მცირე სკოლებიდან, რომლებსაც დასვენების ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ.

„მოსწავლები ერთი კვირის განმავლობაში 7 ბანაკში დაისვენებენ. ეს მხოლოდ დასვენება არ არის, ყველა ბანაკი შემეცნებითია. გვაქვს ეკობანაკი, გვაქვს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ერთობლივი ბანაკი, პროფესიულ სასწავლებელთან ერთობლივი ბანაკი. იმედი გაქვს, რომ მომავალში ეს დაფარავს მთელ საქართველოს მცირე სკოლებს. კვებას, ტრანსპორტირებას - ყველაფერს სახელმწიფო უზრუნველყოფს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ამ ბავშვების უნარების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ მომავალ წლებში ეს პროცესი გაიზარდოს და ფაქტობრივად, დავფაროთ, მცირე სკოლების მთელი ტერიტორია. წელს 11 000 ბავშვია, შედარებითვის შარშან სულ ბანაკებში 4 000 ბავშვი იყო“, - განაცხადა ჯეჯელავამ.



 

 

ავტორი: ნიუპრესი