|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სოციალური მიმართულებით რამდენიმე ახალი პროგრამა დავამატეთ"- ნინო თვალთვაძე

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განიხილა.

მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტში გარკვეული სახის სიახლეები იქნება სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით. წლევანდელ ბიუჯეტში მარტოხელა დედების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების ინტერესებს გაითვალისწინებენ.

ნინო თვალთვაძემ ასევე იმ 3 მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც ქუთაისის მერია მიმდინარე წელს გეგმავს. საუბარია ბალახვანში 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე, სადაც მოსასვენებლი პარკიც განთავსდება. იგეგმება თეთრი ხიდისა და გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაცია.

,,დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. ბიუჯეტის პროექტი წარვადგინეთ. მალე საკრებულოს სხდომაზე განხილვის შედეგად დავამტკიცებთ. ძირითადად განვიხილეთ, როგორც სოციალური პროგრამები, ასევე ინფრასტრუქტურული მიმარულებების პროექტები. ვიტყოდი, რომ სამი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ეს არის 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია და ასევე თეთრ ხიდთან დაკავშირებული საინტერესო იდეები რეაბილიტაციის კუთხით. სოციალური მიმარულებით დავამატეთ რამდენიმე ახალი პროგრამა, რომელიც მარტოხელა მშობლების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ასევე შშმ სტუდენტების, რომლებიც ქუთაისში არიან რეგისტრირებული. ბიუჯეტში გავითვალისწინეთ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ადამიანებიც. ხვალიდან ვიწყებთ აქტიურ შეხვედრას მოსახლეობასთან და ვეცდებით მათი ინიციატივები ავსახოთ ბიუჯეტში,"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა