|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფელ გორდში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში მასშტაბურმა ახალგაზრდულმა ბანაკმა დაიწყო ფუნქციონირება.

ახალგაზრდულ ბანაკში სულ 8 000 – მდე უფროსკლასელი დაისვენებს. ახალგაზრდები საქართველოს რეგიონების 63 მუნიციპალიტეტიდან არიან წარმოდგენილები. ბანაკი ბენეფიციარებისთვის არაფორმალური განათლების მიცემასთან ერთად, სოციალურ ხასიათსაც ატარებს. პროექტის ფარგლებში გორდში საოჯახო სასტუმროების განვითარების ხელშეწყობა მოხდება.

გახსნის ცერემონიას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პროექტის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება'' (,,INDEPENDENT CHILDREN & STUDENTS UNION'') არის.

                                                                                                                                      

.

ავტორი: ნიუპრესი