|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფელ რიონში ბიძაშვილების მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახლს ცეცხლი წაუკიდეს

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ხანძარი იყო. სავარაუდოდ, სახლს ცეცხლი შურისძიების მიზნით წაუკიდეს.
 შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 
დროულად მოხდა ცეცხლის ჩაქრობა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ. 
 
არსებული ინფორმაციით, მომხდარი ოთხი დღის წინ დატრიალებულ ტრაგედიას უკავშირდება, რა დროსაც ძმები სანადირო თოფით დახოცეს. 
მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათივე ბიძაშვილია, რომელმაც მიმალვა სცადა, თუმცა ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
 
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი