|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში ავტომაგისტალის მშენებლობაზე ახლადჩამოყვანილი ჩინელების გაყვანას ითხოვენ

ხარაგაულში, სოფელ საქასრიას ავტომაგისტრალზე დასაქმებული ქართველები ობიექტზე ჩინელი მოქალაქეების ჩამოყვანას აპროტესტებენ. მათი თქმით, ათამდე ჩინელი ობიექტზე გუშინ შეიყვანეს და ადგილზე კარანტინი ისე გამოაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის.
თანამშრომლები ობიექტიდან ახლადჩამოყვანილი ჩინელების გაყვანას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ.
მათი თქმით, ადგილზე მყოფი სხვა ჩინელებიც ეუბნებიან, რომ იზოლირებულ ტერიტორიას არ მიუახლოვდნენ, რადგან საშიშია. როგორც კომპანიის კოორდინატორი გოჩა კოპაძე აცხადებს, უკვე მიდის მუშაობა და შვიდ ჩინელს ბორითში ცენტრალურ ოფისში იზოლირებულ ობიექტზე გადაიყვანენ.
მისი თქმით, მოქალაქეები ობიექტზე დასაქმებული არიან და შვებულებაში იმყოფებოდნენ, დაბრუნდნენ საქართველოში და უსაფრთხოების მიზნით ორი კვირა იზოლირებული ეყოლებათ.
მისივე ინფორმაციით, ჩამოსულები დღეში სამედიცინო შემოწმებას რამდენჯერმე გადიან და მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ. რაც შეეხება ობიექტზე მიყვანას ამბობს, რომ გუშინ ადგილზე დროებით მიიყვანეს, რადგან ბორითში საიზოლაციო სამუშაოები დასრულებული არ იყო და დღეს მოხდება გადაყვანა.
 
 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა