|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს- ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა აქცია გამართა

ქუთაისელი თეატრალები ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას აპროტესტებენ. მსახიობებმა თეატრის წინ აქცია გამართეს და ექიმის გათავისუფლება მოითხოვეს. 

 "ვაპროტესტებთ, რაც მოხდა ქართველ ექიმთან დაკავშირებით, ის არის უკანონო პატიმარი. თეატრის მთელი კოლექტივი ვუერთდებით ექიმის გათავისუფლების მოთხოვნას", -განაცხადა ქუთაისის მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.

ექიმი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 11 დღის წინ დააკავეს ის საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს, რის გამოც და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდეს, ამასთან განაცხადეს, რომ ექიმი 2008 წლის ომში მონაწილეობდა, რასაც ქართული მხარე არ ადასტურებს. 

ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორშია მოთავსებული. მის მხარდასაჭერად არაერთი აქცია გაიმართა.  

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა