|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სოლომონ მეფის ძეგლი „ოქროს ჩარდახი“-ს სავიზიტო ბარათი იქნება“

ქუთაისში მდებარე „ოქროს ჩარდახში“ სოლომონ მეორის ძეგლის დადგმა იგეგმება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესს" ქუთაისის მერიის ააიპის „ოქროს ჩარდახი“ ხელმძღვანელმა ემზარ ჭინჭარაძემ განუცხადა.

„კარგი იქნება თუ კი ოქროს ჩარდახში სოლომონ მეორის ძეგლი დაიდგმება. ეს სავიზიტო ბარათი იქნება, რაც მნახველებისთვის უფრო ნათელს გახდის "ოქროს ჩარდახის" მნიშვნელობას“,-აღნიშნა ჭინჭარაძემ.

მისივე თქმით, პროექტი უკვე არსებობს, რომელსაც მომავალი წელს ქალაქის მერიას წარუდგენენ.
"ოქროს ჩარდახი" საქართველოს მეფეთა რეზიდენციას წარმოადგენდა და ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა