|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოხუმელ ახალგაზრდა ბიჭს ქუთაისში სამედიცინო დახმარებას უწევენ

სოხუმში მცხოვრებ ახალგაზრდა ბიჭს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სამედიცინო დახმარებას უწევენ.

იმერეთის სამხარეო ადმინისტაციის ინფორმნაციით აფხაზეთიდან ქუთაისში სამკურნალოდ ჩამოსული პაციენტი იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ და ქუთაისის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი იობაშვილმა მოინახულეს.

 ამჟამად პაციენტი სტაციონალურ მკურნალობას გადის.

 მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებმა სოხუმში მცხოვრებ ქართველ ოჯახს დახმარება აღუთქვეს.

ავტორი: ნიუპრესი