|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინსულტს "მტვერსასრუტით" მკურნალობენ

ბრიტანელმა ექიმებმა ინსულტის მკურნალობა შიდაარტერიული ტრომბექტომიის აპარატით დაიწყეს, რომელიც ერთგვარი მტვერსასრუტია. ის სახიფათო თრომბებს აცილებს.

შედედებული სისხლის კორძები ინსულტის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, ამიტომაც ექიმები ცდილობენ, ისინი ძალიან სწრაფად მოაცილონ, რათა ჟანგბადის მიწოდება აღადგინონ და ტვინის დაზიანება შეაჩერონ. თრობმების მოსაცილებლად, ძირითადად, მედიკოსები იყენებდნენ შიდავენური პრეპარატებს, თუმცა ახლახან ბრიტანეთის 20 საავადმყოფოში ახალი პროცედურა დანერგეს - შიდაარტერიული ტრომბექტომია. ექიმები პაციენტების სისხლძარძრვების მდგომარეობას განსაზღვრავენ, შემდეგ არტერიულ სისტემაში კათეტერი შეჰყავთ, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმში ხვდება ზონდი, რომელიც შლის და მტვერსასრუტივით იწოვს თრომბს.

ახალი ტექნოლოგიით უკვე რამდენიმე პაციენტი გადაარჩინეს. მაგალითად, გოლფის მოედანზე ინსულტი დაემართა 60 წლის სტივენ უილიამსონს. ექიმებმა დაადგინეს, რომ მის ტვინში 5-სანტიმეტრიანი კორძი იყო, რომელიც ქსოვილებს ჟანგბადის გარეშე ტოვებდა.

"როდესაც სტივენი საოპერაციო მაგიდაზე მოხვდა, მისი სხეულის მარცხენა მხარე უკვე გაშეშებული იყო, თუმცა, როგორც კი თრომბი მოვაცილეთ, მან პარალიზებული ხელის თითები აამოძრავა", - განაცხადა ნოტინგემის საავადმყოფოს ექიმმა ნორმან მაკონეჩიმ.

ექიმი მიიჩნევს, რომ ახალი აპარატის გამოყენების გარეშე, 60 წლის პაციენტი ეტლს მიეჯაჭვებოდა. ახლა კი, რამდენიმეკვირიანი პროცედურების გავლის შემდეგ, მამაკაცი გოლფის მოედანსაც კი შეიძლება დაუბრუნდეს.

"ინსულტის დროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა თრომბის მოცილების სისწრაფეს აქვს. თითოეული წუთი მნიშვნელოვანია, ამიტომაც ვცდილობთ, ინსულტის მკურნალობის დაწყებას პირველი 6 საათის განმავლობაში, თუმცა ამ დროის ჩამოყვანა 1-2 საათზე იდეალური იქნება", - აღნიშნავს ექიმი.

ექიმები მათ მიერ გამოცდილ მეთოდს National Institute for Health and Care Excellence-ს წარუდგენენ, რათა ის დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე დაინერგოს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

წყარო: "ინფო9"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა