|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მესხიშვილის თეატრში უკრაინელი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება

ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში ხვალ გაიმართება უკრაინელი მომღერლების კონცერტიხელოვნება საზღვრებს გარეშე“. კონცერტს წარმოადგენენ მომღერლები ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქიდან - დონეცკიდან

2005 წელს კიევში, საფუძველი ჩაეყარა უკრაინის ახალგაზრდა შემსრულებლების მხარდამჭერ პროგრამასხელოვნება საზღვრებს გარეშე“.პროგრამის მიზანია - უკრაინული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და წარჩინებული ახალგაზრდების, რომლებიც მუშაობენ ხელოვნების სფეროში - მხარდაჭერა

პროგრამაში წარმოდგენილი იქნება სერგეი პროკოფიევის, მიროსლავ სკორიკის, ალექსანდრე ნეკრასოვის, ბორის მიხეევის, ალექსანდრე ბილაშის და სხვათა ინსტრუმენტალური და ვოკალური ნაწარმოებები , უკრაინული ხალხური სიმღერები და ასევე ქორეოგრაფიული კომპოზიციები. პროექტში მონაწილეობას იღებენ უკრაინელი და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები.

კონცერტის დასაწყისი 18:30 საათზე.


ავტორი: ნიუპრესი