|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია გამარჯვებას წინასწარ ზეიმობს - ვიყიდეთ შამპანური და დავაცხვეთ ტორტიც

ბლოკმა „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ ავტოქარხნისა და ავტომშენებლის საარჩევნო ოლქებში საკუთარი ოფისი გახსნა. ოფისი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი წულაიამ ზეიმი გამარჯვებაში დარწმუნებით ახსნა.

„დარწმუნებულები ვართ რომ გავიმარჯვებთ, ამიტომ წინასწარ ვიყიდეთ შამპანური, წინასწარ დავაცხვეთ ტორტიც და ვულოცავთ ერთამენთს  გამარჯვებას", - აღნიშნა ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატმა „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“ გოგი წულაიამ.

გოგი წულაიამ იმედი გამოთქვა რომ საკრებულო მრავალპარტიული იქნება.

„საკრებულო მრავალპარტიული უნდა იყოს, უნდა იყოს აზრების გამოთქმა,  ჭიდილი, ბრძოლა და არა ყურების პარტყუნი, რასაც ვუყურებთ ამდენი წელია", - აღნიშნა წულაიამ.

„გადავარჩინოთ ქუთაისი“ ამ სლოგანით დაასრულა შეხვედრა „არასაპარლამენტო ოპოზიციამ“ ავტოქარხნის ოფისში.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა