|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იერუსალიმის კამერატა" ქუთაისის ოპერის თეატრში კონცერტს გამართავს

ქუთაისის . ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში დღეს კონცერტი გაიმართება. აღნიშნულ კონცერტს მსოფლიოში ცნობილი ისრაელის ორკესტრი "იერუსალიმის კამერატა" წარმოადგენს.

"იერუსალიმის კამერატა" ამ კონცერტს ქართველი და ებრაელი ხალხების 26 საუკუნოვან მეგობრობას უძღვნის.

ორკესტრის მიერ შესრულებული იქნება ჰაიდნის, მოცარტის, ბარდანაშვილის ნაწარმოებები.

ორკესტრს დირიჟორობას ავნერ ბირონიგაუწევს, რომელიც ამავდროულად  ორკესტრის ხელმძღვანელიცაა. საფორტეპიანო სოლოპარტიას ამერიკელი სერგეი ბაბაიანი შეასრულებს. პროექტის ავტორი ალექსანდრე კორსანტია გახლავთ.

ორკესტრმა კონცერტი 7 ივნისს თბილისში გამართა, ხოლო 9 ივნისს „იერუსალიმის კამერატა“ ბათუმში წარდგება მსმენელის წინაშე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა